.


ის როგორია ცოცხალი რომ დაჰყურებ მის საფლავის ქვას… 

ცრემლნარევი შევერიე ხალხის ბრბოს, ისე თითქოს იქ არც ვიყავი. ნელი ნაბიჯით მივუყვებოდი აღმართს და თან ვფიქრობდი, ნუთუ ასე უბრალოდ შეიძლება ერთ დღეს ერთად გვეთამაშა და მეორე დღეს ქვაზე ცრემლი დამეღვარა. ვუყურებ დედას ხმას არ იღებს, ვერ ვცნობ, მამაც უცხოა ჩემთვის. თავი ავწიე იქნებ ვინმე შემაფხიზლოს ამ სიზმრიდან-მეთქი, თუმცა ვერავინ ვიცანი. ვუყურებ, როგორ ეყრება მიწა, წვიმა თანდათან ტკეპნის ნაკვალევს, მეც ყოველგვარი სიტყვის გარეშე უნდა გავბრუნდე, თუმცა ვერ ვიძვრი, აღარც ძალა მაქვს და აღარც გონება. თითქოს მასთან ერთად მეც დავიმარხე….

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი