დიდი არაფერი


დიდად არაფრის დაწერა მინდა
დაწოლა მინდა მხოლოდ შენს გვერდით
ნეტავ რა არის ისეთი სიტყვა
შენ რომ აგღწეროს ერთი შეხედვით

იქნებ საერთოდ არ ხარ ასეთი
და იქნებ სულაც არ მინდა შენთან
მე მხოლოდ ჩემივე ფიქრში ჩავეშვი
მახრჩობს ტკივილი,ბუნება,სევდა

მე ისევ ისე,ისევ ისეთი
ისევ ვივსები იმედით დილას
შუადღე მშვიდი,ანდა უგულო
ღამე კი მუდამ სევდა შინ მიმაქვს

დიდად არაფრის მინდა დაწერა
დაწოლა მინდა საწოლში მშვიდად
მაგრამ ფიქრები შენზე,არ ქრება
და გამახსენა თავი სიკვდილმაც

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი