შენ? არა.


მინდა ჩემსავით,შენც წერდე ლექსებს
ხოდა წერ კიდეც,მაგრამ რა ჩემთვის...
სულ იმაზე წერ,რაც ნახე ერთხელ
და შენს სტრიქონებს ზამთარი ერთვის
და ეს ფიქრებიც ხომ მელანია
აქ ვინ რას გეტყვის...
ჩემი მუზები ხომ ფერმკრთალია
მომტანი შვების...
მე ბუმბულს ვავლებ მელნად
ამ ჩემს...

დატეხილ ფრთების...
თუ მუდამ გტკივა ეს იარები
გამავსე სევდით...

დანარჩენს გეტყვი,თუ კი დრო მოვა,
და თუ კი მხარზე დაგადე ხელი
გადამეხვიე...
გადამეხვიე...ვიცი რომ წახვალ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი