ელი
დღეს ისევ ვნახე ნაცნობი ველი, დრო გადის, მაგრამ მე ისევ გელი, თავს არ მავიწყებს გრძნობები ძველი, ნეტავ იცოდე, რა რიგად მშველი. ვნატრობ, ოდესმე მოგკრავდე თვალს, არ დაგკარგავდი, მივსდევდი კვალს, გავაღვივებდი გრძნობების ალს, გადავიხდიდი ცოდვების ვალს, მაგრამ, შენთან შეხვედრაა ძნელი, გამოჩნდი, გაანათე კუნჭული ბნელი, მალე დაბრუნდი, მე კვლავაც გელი, მე შენთან მინდა, დაბრუნდი ელი... ვაი, რომ პასუხი არ მეცოდინება, რადგან ბუნებამ ამგვარად ინება, მე აღარ მსურს ვიხილო დინება, დინება ქვესკნელში ჩაედინება. აღარ მსურს, ვატარო მე მათი დაღი, მწამს, გადამარჩენს გონება საღი, მსურს მეც ვიყო ლამაზი, ლაღი, მზად ვარ, საწრთობად ავიღო აღი. მორჩა, აღარ მსურს ვიყო ის ებელი, რომლის საწყაულია აღუვსებელი, ჩემში აღარ იქნება ის დასაბუდებელი, რომელიც შენ არ გსურს, დიადო ელი! დრო მიქრის, წამს მისდევს წამი, ვგრძნობ, მოვიდა ნანატრი ჟამი, მოდი, დაფარე ცხოვრების შრამი, ჭრილობებს დაადე ეგ შენი რამი... დრო გადის, მაგრამ მე ისევ გელი, უფრო მეტად მსურს ვიხილო ველი, აღარ მაშინებს სამოთხის გველი, მე შენთან მინდა, მობრძანდი ელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი