ეპიტაფია


რომ დასრულდება მძიმე საფარი,
შენ კვლავ იქნები თავშესაფარი,
ალბათ, შემხედავ მომაკვდავ სნეულს
და კვლავ გამითბობ გაყინულ სხეულს.

როცა მივბარდები იმ ქვეყნის ქარებს,
და უკვდავებაც დარაზავს კარებს,
მაინც ვიცოცხლებ! ვიცოცხლებ მანამდე,
ვიდრე გემახსოვრები ბოლო წამამდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი