ჩემი მარადისობა


სივრცეს მიარღვევს მღელვარე ქარი,
სულზე ზემცნობი მელანს მაწვეთებს,
მზრდის პოეზია გულთა მწევარი
და ვით ფოთლები მაცლის ნაწერებს.

მე ვიცი ჟამი ამ თეთრ ბარათებს,
მარადიულად დროში დაარწევს,
მაღალ მწვერვალებს გამოანათებს,
საუკუნეთა შუბლზე დანაწერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი