შვება მომეცი მწუხარს


გატყდი სიკვდილო, თუ ტყდები, შვება მომეცი მწუხარს,
სიცოცხლეს მინდა ვუმღერო, თუკი დამაცდი სუნთქვას.

არია გონი ღვინომ, სულში დაღლილი ქარია,
ვიგონებ — ვეღარც ვიგონებ და მთვრალი ვმღერი არიას.

მეგობრებს ისევ ვეძებ, ზოგი მათგანი არ მცნობს,
მე შენს თვალების ფერებს ვიხმობ და გული ანცობს.

გოლგოთას ერთი მიდის, იგი შვილია ზეცის,
ჯვარს უმოწყალოდ ვაცვით, ვინაც ეწამა ჩვენთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი