0 9

მალე


ძალიან მალე ატყდება თოვა,
ძალიან მალე მიპოვის ცოლი,
როს გაზაფხული სურნელით მოვა,
როს სილაჟვარდეს გავიყოფთ ორნი. 
იფრქვევა ნუშის ყვავილთა ხოტბა,
მღერის ნანატრი ობოლი ვაზი,
იზრდება დილა — სიმშვიდის ნოტა,
გაილტვის ცაზე უცვლელი ხაზი.
კომენტარები (0)