0 321

მალე გაზაფხული მოვა


„მალე გაზაფხული მოვა“,
მალე მზე გამოშლის კვირტებს,
ზამთარს შეუწყდება თოვა
და ტყეც შემოისხავს მძივებს.
როცა თვალს გაახელს ია
ცვარ ნამს მოიწმინდავს პირზე,
შენი თვალებია ღია,
გულში საყვარლად რომ მიმზერს.
სიო მიეპარა ფრთებქვეშ,
-თვალებ თბილ სინორჩის კოკორს,
და მეც დაგინახე მზის ქვეშ,
სულთან გაზაფხული მოთოვს.
კომენტარები (0)