თვალებმა დამაბან
პერანგს მოვწყვიტე ხარბად ღილები, როს გვირილები გეფინა მძინარს, თვრებოდნენ წადილს აყოლილები, თითები სხეულს როს დაგეფინა. შენი ტუჩები სკდებიან ნაზად, ღელავ, თან მიწვევ წამებად მშვიდი, შენმა თვალებმა მინდა დამაბან, შენ კი სიმორცხვით ისევ გაწითლდი. ათოვს მხურვალე ვნებები სათოვლს, ლაღობს სხეული, სულს აღებს ბედი, იალქნით გემი სივრცეს მიაპობს და მე ვიპოვე, რასაც ვეძებდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი