სხეულის ენა


მე მიხარია თვალის სინათლეს,
გულის სურნელი რომ ეფინება
და როცა დილის ხნულზე მინატრებ,
მე შენთან მოვალ, მზისფერ სხივებად.

მე მენატრება ქროლვის სიგიჟედ,
სიო რომ აკრთობს შენს თმებს დინებად 
და მე ვიზრდები როცა სიმშვიდედ,
შენი ვნებები დამედინება.

როგორც აწყვეტილ ლურჯი სტრიქონის,
სულის ქარცეცხლმა ისევ გინება,
კვლავ გავხელდები როცა გიპოვნის,
ვარდის ფურცლებზე მზის დადინება.

გულის დარდების დაქუცმაცება,
გაამხელს ჩემში დაფარულ ტკივილს
და შენით ტრფობის იდუმალება
ღიმილს მიხატავს, მკოცნის და მივლისს.

ტუჩი ღვინოში რომ იმალება,
წითელ თავნებას ხვდება წამებად,
სხეულის ენა ვითარც ხატება,
ჩემს სხეულს რწყავს და ვნებად აკვდება.

კვლავ ამ ფერებით მე შენთან მოვალ,
თუნდაც მეწვოდეს ტანჯვის უღელი,
ოღონდ მაფერე თითები ლოყას
და მომიხატე კოცნა უცვლელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი