ეს ცა


სულის ბგერათა მესაიდუმლე,
მთვარე ღამიან ფიქრში მოცურდა,
ნიავს გაუყვა ჩემი მეუღლე
გზას ვრცელი ლანდი შერჩა მეფურად.
გარდავიარე ყოფის ნაპრალი,
ლუში სოფელი ლექსით დავძარი,
ვატარე ქარაფთ ცხენი მაშვრალი
და უცნობ ქვაბულს შევყევ ნამგზავრი.
განვღე კარიბჭე იდუმალ შრეთა,
ცხრა გრძნობის პირის განვღე კარები,
აქ გენის შრიალს სამი „მზე“ შეხვდა,
ამაღლებული რწმენის მკლავებით.
ავდივარ ცაში, ღრუბლებში ვწევარ,
განვრცობილივარ, ყურს ვუგდებ ზეცას,
მზესთან ვმეგობრობ, მთვარეზე ვწერ და
ვხედავ თუ როგორ ნათდება ეს ცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი