Vuelve


შენი თვალების ციური რაშნი
ჩემს სულის ჭაში ნათელს ურევენ
და როცა სხივი ბნელ წამებს წაშლის,
ღამის სიმშვიდედ მისადგურებენ.
იღვრება ჩემში სილაღე ფერთა,
მშვენიერებით კვლავ მაცდუნებენ,
ვით ქარიშხალი, იფეთქებს თმენა
და შენს თვალებსაც დაიგულებენ.
დაიგულებენ წყვილ გულთა წვდომას,
მაისს გაფრენილ ფერთა ცდუნებებს
და განელებულ დროის წყალობას,
ერთ სულის მოთქმად დაიბრუნებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი