და შენ არ იყავ (ჩემი სონეტი)
ღრუბლებზე იწექ, მშვენიერო, ვით კაპულეტი, მე კიბეს ვრგავდი მოვყოლოდი შენამდე სივრცეს, ოხ, რა ძნელია, გულით სრული იყო პოეტი, ცხოვრობდე მარტო და ღრმა განცდებს უმხელდე ცის ფერს. გახსოვს, ბარათებს ყვავილთ მთებზე მოვაქროლებდი, შენ ღრუბელთ დასებს, მოფარფატეთ, მზის სხივს აცმევდი. მხოლოდ ჩემია ეს ოცნება, შორს ნაგონები და წყლულებს ვილოკ შორიახლოს ღამენათევი. სად არ გეძებე, ამ ცხოვრების შფოთიან მკერდზე, რამდენ ნაღველის, რა ვაების მომსწრე აღმოვჩნდი, ნუთუ დაღლამდე ჩემი სულის ვრცელ სარეცელზე, ოდეს ფერს ვწნავდი, შენს საწოლთან და შენ აღშფოთდი. ახლა კი მიქრის უშორესად ალვის ნაფოტი, ცამ მის სიღრმიდან უსასრულო გრძნობა გარიყა, ვით მკვდარი ცეცხლი, მაგონებდა ისევ ფანოტი უსამართლოდ რომ დამიტოვა და შენ არ იყავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი