ჯერ კიდევ ვხედავ
ჯერ კიდევ ვხედავ უმანკო თვალებს, ლამაზ მთა-ველებს, როს შერჩენია დროებას აზრი, კაცს კიდევ — სახე და ეს ღირსება, სულში დაცლილი თითქოს ამრთელებს, გადამწვარ არსის, უქონელ საყდრის, მკრთალ ლანდთა ნახევს. მზის სხივებს ვეძებ შენს თვალებში, დუმილი მახრჩობს, გამშრალ გრძნობებში გარინდებულს გდევს ჩუმი სევდა, არ მინდა თოვდეს, შენს გარეშე, უმისამართოდ და ამ თოვაში მიდნებოდეს იმედი ჩემდა. უსამართლობამ დაიარა კაცთა სინაფსი და ნორჩ სამზერებს უცხო ყოფის წვავს შებძოლება, ნუ გააუქმებთ ჩემს ცხოვრებას, არ იცით ფასი, აქ სილაჟვარდე სასოებას არ ეურჩება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი