ღამე დამათენდა ისევ მეგობარო
ღამე დამათენდა ისევ, მეგობარო, არად დამაძინა, ფიქრის ზემო წმინდამ, ძველი მოგონება მდევდა მონავარო, გარეთ ავდარია, ჩიტი შემოფრინდა. დრო-ჟამს, უმოწყალოს, ვერსად გავეცლები, სისხლით ნაკალმევი წვავდა მინაბერთა, ნისლებ მოხვეული გრძნობის პაემნები, ციდან მოწყვეტილებს ვეღარ მიაბერდა. ხედავ, მეგობარო, ხალხში დაბოგინობს, ლტოლვა მატერიულ გზნების ლაბირინთი. ჩვენი ღირსებები ცით ღმერთს აჰყოლიყო და ჩვენ ჩამოვცვივდით, როგორც ღამის ფინთი. ქუჩებს მოჰყვებინ მშიერ-ყრუ დუმილნი, ნაღველს ღრმა ხაზებით სახე დაუღარავს, ყველგან მესმინება, ხმები შებურვილნი, სულ თან დამყვებიან თვალებ ნამდუღარევს. ქალაქს უწვერული ბრმათა კორიდორი, ტანზე მოტმასნილი სითბო განიავდა, სული წაუბილწავს, მამცნობს შორიშორი, ახლოს მოპარული ქალი კაბიანად. ვამტვრევ მარიონეტს, ყელში მეჩხირება, შენ რომ მოატყუე, ხალხი მონატრული, ბინდმა აიტეხა ჩემი ახირება, სიკვდილს ეცინება კაცი მოცარული. ისევ ავედევნე ქარებს გალეული, საით ვიმზირები, ხვედრით დაღდასმული, მდოგვის მარცვალია ფიქრში გაბნეული, ვერად შევაერთე გული და მამული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი