სიძულვილიდან სიყვარულამდე
დავკარგე სხივი, უცხო მხარეში, ყოველ ნაბიჯზე დრო ამხელს ნიღბებს, მე ბეწვის ხიდზე ორთა თარეშში, ვიბრძვი და ბნელიც დარაბებს მიღებს. უმოწყალობა გაჰკვეთს ბილიკებს, გონების მიღმა, ცვდება სამეფო, მე ვკვდები, როცა სამყარო მიკლებს, როცა უფალი ჩემში არ მეფობს. სიყვარულიდან სიძულვილამდე, ერთი ნაბიჯის ცდომის ფიქრია, სიძულვილიდან სიყვარულამდე, ღმერთო, რა მცირე საზღაურია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი