ლექსის მწერი და პოეტი
ლექსის მწერი და პოეტი ლექსის მწერი და პოეტი შეხვდა შეხვედრა. გზის გარკვეული მონაკვეთის გავლა ერთად. ლექსის მწერი: — მეცოდები, საწყალი ხარ. — რატომ — კითხა პოეტმა. ღიმილი ვერ შეიკავა, თან ჩაახველა. — შენზე უკეთესად ვწერ ლექს. შენზე მეტი მკითხველი მყავს. გინდა რითმიანი, გინდა ურითმო ლექსი აიღე. სამეგობროც მეტი მყავს. როგორ ლექსაც მინდა, ისეთს ვწერ: თავისუფალს, კონვენციურს თუ ეპიკურს. და შენ? კვლავ გააგრძელა ლექსის მწერმა: — ცოლიც მყავს. შვილები. სამსახური. გართობა არ მაკლია. ყურადღება და ცნობადობა შენზე გაცილებით უკეთესი მაქვს. შენ კი მუდამ თითქოს მარტო ხარ, შარსა და წვალებაში, ფიქრსა და სევდაში. შენზე მეტი მესმის, ძმაო. — კი შეიძლება ლექსის მწერო, თუმცა შენ იმას მაინც ვერ იგრძნობ, რასაც მე ვგრძნობ, რადგან გონებით წერ. შენ არ ხარ პოეტი. ვშიშობ, გაგიჭირდეს, ოდესმე გახდე პოეტი. არასოდეს არ იქნები და იცი რატომ? — და რატომ ვითომ? — იმიტომ, რომ დღევანდელ დროებაში პოეტობა თავგანწირვაა. შენთვის კი ლექსის წერა გართობა და ხელობა შეიძლება იყოს, ჩემთვის კიდევ ცხოვრებაა. საინტერესოა შენნაირებთან შეხვედრა, ლექსის მწერო! ამ მომენტისათვის აქ მთავრდება ჩვენი შეხვედრა. მე ამ გზაზე უნდა წავიდე, შენ კი ნებისმიერი გზით შეგიძლია წასვლა. შეიძლება სადმე გადავეკვეთოთ, თუ გიცნობ, არ ვიცი. ამჯერად მშვიდობით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი