ნეტავ რას იტყვის


ნეტავ რას იტყვის უღმერთო ღმერთი,
როცა მიწაზე აღარ ვიქნები
და თუ გაჰყვება ის ლექსი ერთი
დროს, ჩემი გულის დანაპირებით.
მთამ რომ იობლებს დღეს უჩემობას,
ფიქრებს წაიღებს დროის ნაყოფი
და როს მივიღებ ცის უმზეობას,
შენ საით წახვალ, სულის სამყოფი?
ჰანგი ბგერათა გულთ ჩაედინა,
ქვეყანას იკლებს დარდის ნამქერი,
უფლის კალთიდან ცრემლს ზღვად ედინა
და დროს გაუყვა ჩემი ნამღერი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი