ქალა


* * *
ისე მომენატრე,
ისე მომეძალე,
უხმოდ ამიმღერდა სიღრმე.
ისევ შეგიგრძენი,
ისე უცბად გაქრი,
გულში სხივგაყრილი გიმზერ.
სულით ამოგავსებ, ზეცას შემოგაფენ,
ვრცელ ზღვებს მოგატარებ, ვნებით
ისე მომენდვები, 
რომ ბრმად შემიყვარებ, 
ცადაც გამომყვები ნებით.


* * *
ქალო თვალმზიანო
სულო ლაღიანო,
შენთვის მიმოვფანტე ნისლი. 
ღამე შეტორტმანდა ჩემი სიყვარულით,
ისევ დარდიანი გიცდი.
ალბათ მეფერება გული მეთბილება,
როცა სხივად ელავ ჩემში,
მარტოს ნუ გამწირავ,
გზად ნუ მიმატოვებ,
მასვი სიყვარული პეშვით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი