აღსრულდება - Procesia


ხმაურია, ცოტა ჩუმად,
აკლდამებში ფიქრს ნუ მიშლით,
ცა უსახო სევდით ცდუნდა,
ჟამი მიდის, ჟამი მიქრის.
მიქრის ფერთა ნიავქარი,
ნაქორალი მზისფერება
და ცის სიღრმეს განაყარი
მესამე ცა მეფერება.
ეწვეთება კალამს გენი,
შეცნობების დასაწყისით,
მისახლდება სულში ღმერთი
და გრძნობების კათარზისი.
გვესტუმრება ის ნაცნობი,
ღრმა წყვდიადის მეგობარი,
ცა მოიწყენს, მზე განდობით,
ბრძოლით ერთი მეომარი.
დაიწვება სიალალე,
მზის მხურვალი დაიშლება,
მე ზეციურს დავაბრალე,
უდაბურთა გაწყვილება.
ზღვა დაშრება დროის შემდეგ,
მიწა სულთა ნიშნებს წაშლის,
ჩემო ფიქრო, დარდს არ შეჰყვე,
ნუ იქნები გარეწარი.
ვრცელ ბგერებად გავრცელდება, 
ჩემ სიტყვათა შინაარსი,
გულმხევალი ვინ მექმნება,
ვინ გაიგოს ჩემი ფასი?
იზეიმებს თეთრი შავზე,
შავის სული ადუღდება,
ამდენ ტანჯულ შარაგზაზე,
ჩემი სიტყვა აღსრულდება.
დამთავრდება მზე სიცოცხლე,
უდაბურით აჩრდილდება,
აქ მწყურვალნი შევიცოდე,
იქ - სულები და მხილება.
ფრინველთ ბაგეს გაისმება,
ძეკაცისა საუბარი
და ბუნების გარითმება,
დამეწევა ნაგუბარი.
დასრულდება ერთი კაციც
და ის „ქალიც“ ორსულდება
და იესოც ერთდროს მგზავრი,
ახალ სუნთქვას მოსწყურდება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი