რას მომცემს ლექსის წერა


ნეტავ რას მომცემს მე ლექსის წერა,
ფოფინა ჩრდილქვეშ ცეცხლი ნაწვიმი,
გულს რომ მიღვიძებს და სულს ეწევა,
დაუდგრომელი ლაღი არწივი. 
ნეტავ რას მომცემს ეს გაზაფხული,
ყვავილთა სურნელს ლოთად ვექციე  
ცა მიწის რომანსს, მე დაზაფრული,
მივყვები ორ გზის, შორის ზეციერს.
ორ ზღვა შუა ვარ, ლექსები მშველის,
მზის სუნთქვა მესმის ღამის მაჯებზე,
მე ვწერე სული, სიო კი მელტვის
და მტოვებს ლექსად დროის სარკმელზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი