გაზაფხულის დილა
კვირტი თვალებს აფახულებს, სიჩუმეში დაქრის ქარი და ატყვია გაზაფხულის – მინდორს მწვანე ნაჩლიქარი. კოდალა კვლავ სწავლობს დაკვრას, ნისლი ეტყვის მთებს მადლობას. დილით, ჩიტი ცვარს გადაჰკრავს, როგორც ღამის შესანდობარს. თვალს ბავშვივით ახელს სივრცე, მზის ხმა ისმის – ქშინვად ქურის. ცა მოდენის წვიმის კვიცებს, მთებს ძრავს ფლოქვთა თქარათქური. სილამაზე გადამდები, მშობლიური მზით ნაფერი. წვიმაც, ქარიც, ზღვაც და მთებიც, ქართულია ყველაფერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი