დღეები მიაქვთ ქორებს
ბნელში გაწყვეტილ თელებს, მეხით შუბლგამსკდარ მუხებს – ცა წვიმით ამრთელებს და ელვის დოლბანდით უხვევს. წავა და აღარ მოვა, დღეები მიაქვთ ქორებს, მიმდგარა შემოდგომა ტყეს – ფოთლებს უოქროებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი