ლოდინი
შეშლილი სახით, და მარტოდ მარტო ისევ მოგელი, ვერ დავამარცხეე ღამეების ფიქრების ჯარი, როგორც ყოველთვის უჩვეულოდ ისევ დაგეძებ, შენი ფანჯრისწინ როგორც ყოველთვის ისევ ვარ მთვრალი, შორიდან გიცქერ და ისევ ისე ნაბიჯებს გითვლი, გაზაფხულივით ნათელია შენი იერი, მე გარინდული ისევ ისე შევყურებ ზეცას დილით ვიღვიძებ ისევ ისე შენით მშიერი, შენ სილამაზეს გაზაფხულიც კი ვერ შეწვდება, ატმის ხეები გამოიღებს უნაზეს ყვავილს, და სურნელება როგორც ვარდის ჰაეროვანი ეს სილამაზე ეს მშვენება ყოველდღე ყვავის.., რამდენი ღამე გადასულა თეთრად, მღელვარედ, და სიყვარულმა კვლავ შეისხა თეთრი აბჯარი, ფიქრების წრეში, თავდახრილი ისევ უმიზნოდ, კვლავ მოდიოდა მარტოობა თეთრი ლაშქარით, კიოდა ყველა ის გასული წარსული წლები, და თავს იკლავდა ღაამეების თეთრი ნათება, მე შენი სულის გულის ფეთქვას ის აქ ველი და სიხარული ეს იქნება გამონათება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი