გაძვირდა ..


გაძვირდა,
სკამი გაძვირდა,
დაფასდა ტყე და
ხე და
დამძიმდა კაცობრიობა,
სხედან,
ბატონო,
სხედან!
ერთი
ორ სკამზე
ისე ზის,
ვერ გრძნობს
წყურვილს და შიმშილს,
ლერწამზე სწრაფად იზრდება
სკამის დაკარგვის შიში.
მინდა,
ხეს გადავეხვიო,
ხის ტოტებსა და
ფესვებს,
და ისე უნდა ვიყვირო,
ქვეყანა დადგეს ფეხზე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი