დავით აღმაშენებელს


საფლავის სისადავით
ვინ შეგედრება,
დავით!
სიბევრე-სიცოტავით,

სიბრძნით და
სიკოხტავით -
სიკვდილსაც შევედავეთ,
წარსულსაც შევედავეთ,

და არ დავუთმეთ
შენი
თავი -
ცოცხალი თავით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი