მეცხვარე და პოეტი


მ ე ც ხ ვ ა რ ე   დ ა   პ ო ე ტ ი

ქორწილში ერთი  მეცხვარე
ახლად ჩასული ბარადა,
დაპატიჟეს და წავიდა
ცოლი გვერდ ჰყავდა მხარადა,
მონატრებული ქალის ეშხს,
თვალს ვერ აჩერებს ძალადა,
გაჰხედა სტუმრების სუფრას
და თვალით გაინავარდა.

დარბაზს თვალი რომ მოავლო,
კაცნი ქართული ჩოხებით,
ქალები გამოპრანჭული,
შეწითლებული ლოყები.
ცეკვა თამაში მთიური,
ჰანგები გადმოსდიოდა,
ხაშლამის სუნი სუფრასა
ნისლივით ამოსდიოდა.

თამადამ გამოაცხადა
მეფე პატარძლით მოდისო,
გულები ძგერდნენ უჩუმლად
ნეტავ შემოვლენ როდისო,
თვალი შეავლო პატარძალს,
სხვებზე არ ჰქონდა ნაცალი,
იმ პატარძალში შეიცნო
მწყემსმა თავისი წაწალი.

ხვდებოდნენ თივის ზვინებთან,
მთვარე ღამეს რომ უთევდა,
ტკბილად ეძინა მის მკვლავზე,
ლექსებსაც ტკბილებს უწერდა.
მეფე–პატარძლის მოსწონდათ
ცეკვა და გაშლა მკვლავისა,
ცოლს იქ ქმრის სევდა სტანჯავდა
მწყემსს კი იმ პატარძალისა.

ან მე რა მაცოდვილებდა,
მწყემსს რად მივუძღვენ ,,სონეტი",
თუ ჩემშიც არ ზის მეცხვარე,
თუ ჩემშიც არ ზის პოეტი.

21  მარტი  2025  წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE