პოეტი და ფარმაცევტი
პ ო ე ტ ი თ უ ფ ა რ მ ა ც ე ვ ტ ი ჩემი სულის სამშვინველში მუდამ აზრთა ჭიდილია, მე სიმშვიდეს ვეძებ თქვენში, სადაც მეფობს იდილია, ფარმაციის ნედლი ღერძი ჩემში მწვანობს, გაზრდილია, პოეზია მის ფესვებში, სისხლძარღვებში ჩაზრდილია. პოეზიის ზღვაში ვცურავ, აქ ჩავუშვი ჩემი ღუზა, აფთიაქის ზღურბლზე მომდგა, მოვიდა და ამეტუზა, ჩემი სულის ნაღვერდალებს ფარმაციის ფესვში ვტევდი, პოეზიის სულით ვსუნთქავ, მასაც როგორ მივატევდი. ფარმაცია სხეულს კურნავს, მაცოცხალი პროცესია, ჭრილებს ალბობს ვით სალბუნი, კაცის სულს კი პოეზია, მე არ მიშლის ხელს არც ერთი, ორივეთი ჩემს სულს ვავსებ, ვფარმაცევტობ თუ ლექსებს ვწერ, რწმენითა მაქვს გული სავსე. ღვთიურია ორივ ძალა ორივე ღვთის მადლით სუნთქავს, წუთისოფლის ყველა სტუმარს, ძველ ღვთის კაცთაც ასე უთქვამს, აქ ორივე ერთურთს ავსებს, არ აკლდება არც ერთს წვეთი, მაშ არ მკითხოთ ვინ ზის ჩემში, პოეტი თუ ფარმაცევტი. 8 აპრილი 2025 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი