ძველ წისქვილთან


ძ ვ ე ლ    წ ი ს ქ ვ ი ლ თ ა ნ

გაღმა ღელეს წისქვილია, კედლები აქვ წიფლი ხისა,
ბრტყელ ქვებზეა შემოდგმული, ძველი არი, დიდი ხნისა,
მხართეძოზე ბერიკაცი მეწისქვილე იქვე ზისა,
ამოსვრილი ხელში საცრით, თეთრწვერაა-თითქმის ცისა.
მუშაობს და უდარდელად, დოლაბის ბრუნს ნელა თვლისა,
მოსდებია ფქვილი შუბლსა, წარბ–წამწამსა, ულვაშ–ცხვირსა,
დაგოგმანობს სარეკელაი, სიმინდს ღარში ნელა ყრისა,
დოლაბი კი ფქვილს და ღერღილს ჩამოაფრქვევს ხარანს ძირსა.
წავიღე და გადავჰკიდე თეთრსა ცხენსა, უნაგირსა,
სახლში მიმაქვს მჭადის ფქვილი რა სჯობია კეცში ცხვილსა,
ვერც რა სჯობნის წყლის წისქვილზე გამოფქვეულს, მჭადებს მსხვილსა,
ცხელ ბორანოს, ტყემლი ჭაჭას, და სიმღერის შეძახილსა!

5 ივლისი 2024  წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი