წერე წერეე
წ ე რ ე, წ ე რ ე ე..! ახლა ავდექ შუაღამეს-რა ვქნა მერე? შიგნით რაღაც ამომძახის-წერე...წერეე...! მერე ვინმე ღვთისნიერი მისცემს რითმას -დაამღერებს, არ დამდგარა ჩემი ჟამი კიდევ ჯერე! მეც ავდექი, ჩემი გულის ნარითმები ვწერე.. ვწერე..! გავა დრო და ვიღაც ჩემზედ მადლიანი იტყვის მერე: ვერ გაუგეს-არ იყვნენო იმ დროისთვის მისთვის მზათი, ასე დამყვა მეც სხვაგვარი ხასიათი, თუკი ახლაც ვინმეს მოსწონს-ასში ერთი, ასე ვფიქრობთ ჩემს ნაჯღაბნზე-მე და ღმერთი. ვერ ვეშვები, ვერ შევცვალე, ვერ მოვერგე ამ ცხოვრებას- ..განმსჯით" მერე, როცა გულში მომაწვება-მაწვდის ბგერებს, არ არსებობს კარგი რითმის საზღაური, გულში რაღაც მიტრიალებს უცნაური, წერე! წერე!..ამომძახის შიგნით ხმები, მეც ვმორჩილობ-შუაღამეს ფეხზე ვდგები. ხან სიმღერით, ხანაც სევდით, ხან მოლხენით, ერთი ვინმე უცხო კაცი- ვით ოხერი, ვიცი უფლის სამსჯავროსთან ერთად მივალთ, მე მაშინ ვწერ-თქვენ სიზმრებში როცა გძინავთ, ხან ღვთის ნებით ანგელოზთან ბაასს ვმართავ, ცუდ სიზმრებში ხანაც ვწევარ შაითანთან, უნდა წერო-ცის ანგელოზს ჩემთვის უთქვამს, ბეჭზე მაზის ანგელოზი-როცა ვსუნთქავ, ვინ გამიგებს- ალბათ სადღაც ასში ათი, ვერ შევცვალე ჩემი ზნე და ხასიათი, ბევრი შემხვდა ნარ-ეკალი და აღმართი, ამიტომ ვარ მეც ამგვარი ,,უკუღმართი'', იტყვის ვიღაც: წერას იყო აყოლილი, ხასიათი-დედის მუცლით დაყოლილი, მთვარეული, ღამის ბინდებს გაყოლილი, დილის მუზებს სამარემდე ჩაყოლილი, ღამე დავსდევ ,,კუდიანებს'' და ,,დემონებს'', ლექსის რითმებს ვეზიარე-ლექსს ვემონე, აღარ დავწერ თუ დამამწყვდევთ გალიაში, ჩემს სულის ხმას გაიგონებთ მხოლოდ მაშინ, დაავადდა პოეზიით-ჩემზე უთქვამთ, ლექსით ვცოცხლობ, ლექსით ვცხოვრობ, ლექსით ვსუნთქავ.. ჩემზეც მოვა და სიკვდილი დაიკვეხებს, ჩემი ვთქვა და თუ მოვკვდები-,,ამ ჩემს ფეხებს"! ...მოვა დრო და გამიხსენებთ-ჩემი ჯერე, გული მაინც მეუბნება: წერე, წერეე...! 22 იანვარი 2025 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი