მონატრება
მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა მზე ჩაძვრა ვარდისფრად დაფენილ ზღვის გულში, საღამო დაისობს, ნაპირი მშვიდია, ვერ გხედავ, სადა ხარ, გინატრე მე გუშინ, მანძილი შენამდე ძალიან დიდია. იუდას ამბორი მოიტანს სიძულვილს, ასეთი დაცემით მზე ჩადის, ბინდია, სიბილწე დააქცევს სიყვარულს სიმრუშით, სიკეთე გულს ათბობს, ღვთის მადლი დიდია. ვერ დამემალები, შენ ზიხარ ჩემს გულში, საღამო დაისობს, ნაპირი მშვიდია, შენს სითბომ გამათბო–ვით ღვინომ ძველ ჭურში,, მანძილი შენამდე არც ისე დიდია! 23 თებერვალი 2025 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი