შუახევლებს


შ უ ა ხ ე ვ ლ ე ბ ს

ცად ღრუბლებში შეჰფენია მთებს და კალთებს,
მოხატული, მოშურნეთა გულთა მხევი,
ქვემოთ ხევში ჩაკარგული–ზემოთ ფართე,
თოვლის ნამქერს აუვსია შუახევი.

მარეთის და სხალთის ხევებს ჩამოლოცავს,
ხიჭაურთან გაივაკებს ჭვანის ხევი,
უჩამბიდან, მთა ღომადან გულით გლოცავს
ქედა-ხულოს გასაყარზე შუახევი.

თოფიას და ბინალის ჩანგს ჩაგახუტებს,
ვერ ივიწყებს მათ ლექსებს და მათ ნამღერებს,
ჰიდაი ნანო გარმონიდან უშვებს ფუტებს,
შენც ტკბილ ხმაზე გულიანად აგამღერებს.

თან ტრაბახობს სხვა ხეობის აჭარლებთან,
ზეგნელი ვარ, აქაური –,,ზეიდან ვარო'',
და ხუმრობას ზოგჯერ თუკი აჭარბებდა,
–გეგემასხრე, რა ძალიან მიყვარხარო.

ადრე იყო ჩაკეტილი ცივ ზამთარში,
აქა–იქ თუ აბჟუტებდა ლამპა შუქებს,
მოყრი ღამეს ვინატრებდი–სულ ვმართავდით,
გამოვექეც დიდ ზამთრებში თოვლს და ბუქებს.

აჰა ლექსით გეფერებით– მე რაც მმართებს,
გულს ვუხეთქავ მოშურნეთა, გულთა მხევლებს,
თავაწეულ მოღუღუნე გულბანდ ფართე,
გულზვიად და გულანთებულ შუახევლებს!

6  მარტი  2025  წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი