ჩამოთოვა ბათომს


ჩ ა მ ო თ ო ვ ა   ბ ა თ ო მ ს !

როგორც იქნა ჩამოთოვა ბათომს,
თოვს და ბარდნის–მადიანად ათოვს,
თოვამ იქნებ გადაფაროს წვიმა,
თებერვალმა იზამთრა და თვლიმა.
მარტო წვიმას ადარებენ ბათომს,
–მხოლოდ წვიმსო, –და არასდროს არ თოვს?
ადარებენ თეთრ ქათქათა ქალაქს,
განა რომ თოვს სიქათქათე არ აქვს?
გაათეთრებს ეზოებს და ქუჩას,
ამ წელს ზამთარს მკაცრი პირი უჩანს,
თუ წვიმაა ვერსად ნახავ ბავშვებს,
ცხვირმიჭყლეტით ადგებიან ფანჯრებს,
აბა ნახეთ როცა თოვლი დადებს,
შეუსრულებს ბავშვებს გულის ნადებს,
ჟრიამული გააცოცხლებს ქუჩებს,
გაუწითლებს ლოყებსა და  ტუჩებს,
მე ვარჩიე ჩამოთოვოს ბათომს,
მისმინა და მადიანად ათოვს!

20  თებერვალი  2025  წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი