დაგვბედებოდეს


დ ა გ ვ ბ ე დ ე ბ ო დ ე ს !

ფეხზედა ვდგავარ, ღვინოს ვსვამ, ჭერი მაქვს დასაფიცარი,
მრავალ ფერ მოხატულია, ლამაზი ვითარ ციცარი,
სადაც ფუძეა ჩაყრილი ქვითკირის–განა ხისანი,
სადაც მეგულვის ბილიკნი კლდეებზედ ჭიუხისანი,
სადაც ატყვია ნაფეხნი ჯოგისა ჯიხვებისანი,
ორ ფეხზე წამომართული, ჭახანი მათის რქისანი,
იქ სადაც იბადებიან ლეკვები ლომის მგლისანი,
სადაც დაირწა აკვანი ვაჟკაცთა დევგულისანი,
სადაც სამოთხეს მიაგავს ტყე-მინდორ-მდინარისანი.
ნუ გეშინია ქართველო, ვარსკვლავნი გლოცვენ ცისანი,
შენთვის დაეცნენ ვაჟკაცნი ნარჩევნი ყველა მხრისანი,
მტერმა ვერ ლახოს საზღვარი, მწვერვალნი კავკასისანი,
აფთრივით დათარეშობდე საცხოვრისს, შიგან კლდისანი,
ზარები რეკდეს მთა-ბარსა ტაძრის და მონასტრისანი,
ეფერებოდეს მიწასა სახნისნი გუთნებისანი,
სიმღერას აგუგუნებდე, ისმოდეს მრავალ ხმისანი,
აღარ მენახოს ქართველი, სხვაგან წასული, ხიზანი,
ღმერთმა დალოცოს სამშობლო, აგვსრულებოდეს მიზანი,
დაგვბედებოდეს მშვიდობა, კალთა გვფარვიდეს ღვთისანი,
მეც გიკითხავდეთ ლექსებსა, ნათელი გვმოსდეს ცისანი!

2 იანვარი   2024  წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი