კ ა ხ ე თ ს
კ ა ხ ე თ ს (ვუძღვნი ჩემს დაკარგულ მეგობარს ბესიკ მაძღარაშვილს) როცა კახეთზე სული ლექსად აფორიაქდა, რამდენი ტკბილი მოგონება დამხვდა ღიათა, თბილისს რომ გავცდი ლილოს ზემოთ სერებს ავხედე, ცივ გომბორიდან ფეხზე შევდექ-კახეთს გავხედე, შემოვიარე ალავერდი, გრემი, გარეჯა, მტერმა ურიცხვმა ბევრჯერ გვჯეჯგა და ითარეშა, სპარსმა, მონღოლმა მოგვაყენა ბევრი იარა, შაჰმა, სულთანმა, თემურლენგმაც გადაგვიარა, ამოსაწყვეტად ამოგვიღო ბევრჯერ მიზანში, მამულს აგვყარა, გაგვასახლა ფერეიდანში, ჩამოუჭრიათ ოქრო ყანა, ჩვენი ჰერეთი, ველად გაშლილი საინგილო, დასამღერეთი, ...მაგრამ თელავში მაინც გვიდგას მეფის სასახლე, მინდა დაგმალოთ, თქვენს მისამართს ვერსად გავამხელ. ჩონგურს ჩამოჰკრავს ქიზიყელი-ლამაზ ხმოვანი, ივრის, ალაზნის, მტკვრის პირებზე კამბეჩოვანი, ბოდბეს ვეწვიე, მოვილოცე წმინდა ნინოსთან, აქ მიწის მადლით ვენახებმა დაიღვინოსა, მაჩხაანს ვიყავ, ფორეს წყალიც დამილევია, წნორის, სიღნაღის გზები ფეხით ამილევია, დედოფლისწყარო, სამთაწყარო ვნახე-ვიხილე, ალაზნის ველზე თეთრი ცხენი დაჰქრის, ჭიხვინებს, მესმის ურმული, ჩაკრულო-ცის კიდეს მწევანა, ქვეყნის ბულბული გონაშვილი, დედას ლევანა, ერეკლეს ხმალი ასპინძაში ღელავს ქებული, შირაზში კვნესის ქეთევანი შაჰს წამებული, მტრის აგებული ბახტრიონი გახდა ვერანი, ბაშიაჩუკი ისევ დაჰქრის თვისი მერანით, ილია მიხმობს ერის მამა ყვარლის მთებიდან, მის მკვლელობაზე ისევ მსჯელობს დღემდე თემიდა, იქნებ გავიგო სამშობლოს რად მოუწყენია, ილიას გზით ვვლით? მომავალი ისევ ჩვენია, პატარძეულში გამოძერწა გოგლამ ყივჩაღი, მის გზებს დავეძებ, მის ნაკვალევს მივსდევ, მივძახი, იოსებ ნონეშვილს აწყებინა ელეთმელეთი, ღვინის სურნელით აქ სუნთქავსო ცა და ხმელეთი, ჩაბრაწულ სახით გოგოები-მადლის მმოსავი, კახურ მინდვრებზე დახეთქილი საზამთროსავით, ალაზნის ველზე სანადიროდ ვმზადობ, მივდივარ, შენს ნაპირებზე ნისლად ვდგავარ, შენი ბინდი ვარ. 7 დეკემბერი 2024 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი