ოდეს ქართლი დიდი იყო


ო დ ე ს  ქ ა რ თ ლ ი  დ ი დ ი  ი ყ ო

როცა ღმერთმა ეს ქვეყანა დაურიგა ყველა ერსა,
ჩვენ დაგვითმო მისი კუთხე, -მოუარეთ, არ ნდოთ მტერსა,
მომრავლდებით-აქ გაცხოვრებთ ლაღებსა და ბედნიერსა,
მეც მოვისმენ  თქვენს ნამღერსა, ტკბილსა მრავალჟამიერსა.

ოდეს ქართლი დიდი იყო, გაჭიმული შუა ზღვებსა,
იქ ნამუსი წმინდა იყო, ძარღვი არვის გაუწყდესა,
ქართლის დედა გმირებს ზრდიდა, ტრადიციებს აყოლებსა,
ვერ ზეობდა გამყიდველი, ერი არვის შეარჩენსა.

საიდანღაც შეგვეპარა, ვერ ვერიეთ უცხო გენსა,
მოგვიმრავლდა მოღალატე, ვერ ვთვლი ამდენ გამყიდველსა,
რა ნამუსით ჰყიდის მამულს, აღარ ფიქრობს წარსდგეს ღმერთსა,
ყველა მოკვდავს შესჭამს მიწა, არ დატოვებს სულიერსა.

ახლა ვხედავ რაღა დაგვრჩა, ზიდეს-გაანახევრესა,
აღარსად სჩანს დავით მეფე, შემოსძახოს-სძლიოს მტერსა,
შენ გთხოვ ღმერთო ეს ქვეყანა გაგვიმრთელე ათას ჯერსა,
რომ ვხედავდეთ ისევ მთლიანს, ძლიერსა და ბედნიერსა!

18  იანვარი  2025  წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი