Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_72r6v84c5j0a0pimnvr2q2djau, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ერთი გოგონა მიყვარდა - ვალერიან ცეცხლაძე | პოეზია

ერთი გოგონა მიყვარდა


ე რ თ ი   გ ო გ ო ნ ა
მ ი ყ ვ ა რ დ ა

აგერ გამექცა სიტყვა და...
ერთი გოგონა მიყვარდა,
გოგონა ალვის ტანადი,
მწველი სიბერის კარამდი,
ვერ იტყვით თქვენშიც არ იყო,
ახლაც ვერ ვხვდები რა იყო,
მიყვარდა, ხან არ მიყვარდა,
რამდენჯერ გადამიყვარდა.
ვერ გამხელილი გრძნობები,
ბიჭებთან ჩხუბი, ომები,
სკოლაში ჯდომა მერხებთან,
მრცხვენოდა თვალში შეხედვა,
დრომ გადარეცხა გრძნობები,
ზოგჯერ გულ შესაღონები,
მოგონებები ფარული,
სევდა გულს შემოპარული.
გოგოს ვერ ვუთხარ სიტყვა და,
ჩემთვის უჩუმლად მიყვარდა,
შავ წარბა თმაზე კულულით,
წელს ზემოთ ორი ბულული,
ჩემს გულში ვითამც წაწალამ,
მთელი ცხოვრება მაწვალა,
შემდეგ გზები რომ გაიყო,
ბოლოში მივხვდი რა იყო,
ცხოვრება იყო გამშპარი,
და ამის მომსწრე ცა იყო.
მე მგონი დავაგვიანე,
სხვა ბილიკებით ვიარე,
გოგო სხვას გაჰყვა, გათხოვდა,
მთელი ცხოვრება მახსოვდა,
სკოლა, გოგონა, მერხები,
მე დამრჩა ჩემი ფეხები.

19  მარტი  2025   წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი