დეკემბერია


დ ე კ ე მ ბ ე რ ი ა

მშვიდი საღამო, ზღვა ფერით ვერცხლის,
შუქი ცეცხლისფერს ფენდა თაღებთან,
ცაში ისმოდა ჭიკჭიკი მერცხლის,
ცა გულის კარებს შენსას აღებდა.
მე ჩაგიარე ვარდებით ხელში
იქ მოშრიალე ბაირაღებთან,
გული ხმაურით ბორგავდა ჩემში,
ისიც შენს გულის კარებს აღებდა.
...გაფრინდა ის დრო, ვიგრძენით ვერც-კი,
ალმური გაქრა-ის დროს დანებდა,
დრო მირბის ჩქარი და მაინც ვერ გვცვლის,
დრო დროზე ჩქარა მიგვაქანებდა.
დეკემბერია, აცივდა გარეთ,
ჩაგვიშრიალეს ცივმა ქარებმა,
იქნებ გაგვითბოს გულები მთვარემ,
მთვარემ, რომელმაც დროს არ დანებდა.

3   დეკემბერი   2024   წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი