რაჭველები


რ ა ჭ ვ ე ლ ე ბ ი

არ ველოდი იმერეთს თუ ცხრაჯვარიდან გადავხედდი,
სულმა მთხოვა ვუძღვნა ლექსი,  სულო როგორ გათავხედდი,
აქ ხომ გალამ გამოძერწა მისი კალმით ,,ნიკორწმინდა",
მეც ვერ ვხვდები ამის შემდეგ ლექსის წერა,,რაფერ მინდა".
გავიფიქრე ხვანჭკარაში რაჭულ ქვევრებს მოვხსნი პირსო,
ნაქერალა გადავლახე, ღმერთო მოსვლა ამად ღირსო,
გაშლილიყო შაორის ტბა, არ მოჩანდა გაღმით კიდე,
ჩემი მზერა გაიყინა, ტანში ცეცხლი წავიკიდე.
გავიარე ცოტა-ცოტა, აჰა მოსჩანს ნიკორწმინდა,
ჩემს სულშიაც განათდა და ჩემს სულშიაც გამობრწყინდა,
ამას მოჰყვა ბარაკონი, ციხეც ვნახე კიდევ ,,მინდა",
ამბროლაურს მოვეფერე, მღვიმეც ვნახე-ისიც მინდა.
თვალი გარბის მაღლა რომ სჩანს ონის თავზე მთის წვერები,
გვმასპინძლობენ ქვე ჭირიმე გიორგუნა რაჭველები.
მინდა ვნახო ღები, გლოლა, ჭიორა და შოვიც მინდა,
საკაოაც-სადაც თოვლმა დათოვა და გამობრწყინდა.
პური ვჭამე, პურუკები, ღვინოც მასვეს ხვანჭკარაო,
ლობიანი, ლორუკები, ჭაჭამ ამაბანცალაო,
გუდასტვირი მოვითხოვე, ჭიბონს მოჰგავს აჭარულსო,
საცეკვაოდ ავბლაყუნდი, არც ჩვენსას ჰგავს, არც რაჭულსო.
გენაცვალეთ ჯიშიანო, ქვე ჭირიმე რაჭველებო,
ოდა-სახლში დამსვამენ და ნიყვის სოკოს მაჭმევენო,
ორღობეებს დარაჯობენ ქართულ ჯიშის ძაღლუკები,
ყურძნის ჯიშებს მოვეფერე, ჩანს დაბლარიც, მაღლუკებიც,
შემდეგ მადა რომ აღმეძრა, კვერთხი ვთხოვე ერისთავსო,
ვენაცვალე რაჭულ ჯიგარს, შემხრუპავს და შემირთავსო.

27   ნოემბერი   2024   წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი