სვანეთის მთებს ვეწვიე
ს ვ ა ნ ე თ ი ს მ თ ე ბ ს ვ ე წ ვ ი ე ბარში სიცხე იდგა მწველი, ზღვაზე ხვატი სდიოდა, სვანეთის გზას დავადექი, გული იქ მიმდიოდა, თვალწინ მედვა საოცარი მესტია და ლენტეხი, ციხე-კოშკნი აზიდულნი მტკიცე ვითარც მეტეხი. აღმართულან ცის კიდემდე თვალუწვდომი სერები, ხალდეს დგანან ქართულ სულის, საგანძურის მცველები, მესტიაში ხერგიანი კლდის ლოდებთან ომობდა, ვინატრებდი თამარს ძეგლი უკეთესი ჰქონოდა. სისხამ დილით უშგულისკენ გზას დავადექ მადლიანს, ვაჟკაცობის მოწამეა მიწის ყველა ადლია, გავიხედე თვალთა წვდომით უშბის წვერებს ვეწვიე, ცა გავაპე, საქართველო ცის სიღრმეში შევწიე. დგას თეთნულდი თმაჭაღარა სავსე მთვარესავითა, გვერდს უსწორებს სხვა მწვერვალებს არწივთ მხარესავითა, შხარას ქედზე მყინვარები აგვისტოშიც ცივია, ქარი ბერავს თოვლის ნამქერს, ვით ყელს შვენის მძივია. უშგულიდან გადავხედე ზღვის ნაპირას თურინჯებს, მოვილოცე ლამარია, კუბდარს გემო ვუსინჯე, აქ ენგური ძალებს იკრებს, შხარას იქეთ რიონი, თეთრ კაბაში გაწყობილა მთები კავკასიონის. ქვემოთ მოსჩანს სამეგრელო, ძველ კოლხეთის ველები, უშგულს დგანან უბატონო, სიწნინდეთა მცველები, შინა ვორგილ ვორგილ ვოსა-სვანი ცეკვავს ქუდითა, და ჭინურზე დაამღერებს სვანურს არნახულითა. უშგულიდან ზაგაროსკენ მოსჩანს უღელტეხილი, ბევრი გზები გაუვალი, სოფლად ბევრი ხეხილი, ლენტეხისკენ ჩავუდექით ცხენისწყალის ხეობას, იქაც მთისგან მონაბერი სვანის სული ზეობდა. სვანი კაცის ხასიათი ფოლადივით მტკიცეა, აქ სიტყვა სჭრის ვაჟკაცური, არც რამ დასაფიცეა, აქაური რა კაცია ქუდი თუ არ ახურავს, საქართველოს ადგას თავზე მოგავს უფლის სახურავს. ძველქართული სისხლი უდუღთ, ქართულს ძმობენ გულითა, ფეხზე მუდამ მყარად მდგომი, განა დაჩაგრულითა, გულის ნატვრა ავიხდინე, სვანეთის მთებს ვეწვიე, ცა გავაპე. საქართველო ცის სიღრმეში შევწიე! 24 ნოემბერი 2024 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი