იმერეთის ნიავო
ი მ ე რ ე თ ი ს ნ ი ა ვ ო იმერეთში მობერილო მოქიქინე ნიავო, შენი გულის გასახარად გული გამიღიანო, ძველ აიავ, ქვეყნის გულო, დედაქალაქიანო, კვარახჭინა, დაქექილო ქუთაისლებიანო. ზესტაფონო, სამტრედიავ ლამაზმანებიანო, წყალტუბოვ და ჭიათურავ თბილ წყლებ მღვიმებიანო, კაცხის სვეტზე ამოზრდილო სალოცავებიანო, გელათიან, ბაგრატიან, მოწამეთავ ღმრთიანო. ასწლოვანი წაბლის ძირში სუფრავ ბარაქიანო, ღვინო ციცკა-ცოლიკაურ, ჩხავერ ჭურებიანო, იმერელო წვერ–ულვაშა ბოშო გიტარიანო, და სიმღერავ ტკბილ ჰანგებში მოღუღუნე ხმიანო. აივანზე გადმომდგარო ქალო გიშრებიანო, ხალხო თბილო, ენატკბილო, პურმარილობიანო, აკაკის ხმავ, გალაკტიონ, ლადო ასათიანო, ,,ჩეიკუნცხე" ბიჭებით და წიწკვი გოგვებიანო. შეფენილო, მთაგორიან, ზემოთ ტყეებიანო, ხელუხლებო დევთა ბუდევ, ხარაგაულიანო, შორაპნიან, საჩხერიან, ვანის ქალაქიანო, ცხენისწყლიან, ძირულიან, რიონ, ყვირილიანო. თვალწარმტაცო ოკაცეში კანიონებიანო, ცხრაჯვარიან, უბისიან, ბაგრატ, გელათიანო, ტყიბულიდან ნაქერალას უღელტეხილიანო, საგანძურით დახუნძლულო ხელუხლ ხვამლის მთიანო. საქართველოს გულში ზიხარ სულორ-საირმიანო, ძველ კოლხეთით, ძველ მითებით, არგონავტებიანო, საცხა, რაცხა მობერილი ქარნი ისევ ქრიანო, ამ ყველაფერს იმერულად გამოგსკვანჩე ქვიანო. 24 ნოემბერი 2024 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი