ცისარტყელა


ც ი ს ა რ ტ ყ ე ლ ა

ზღვაზე ღრუბლებს ცა ეკავა, დილიანად იწვიმა,
გავიხედე ცისარტყელა სიმრგვლით გადაიჭიმა,
რა საშინლად ციოდა და ქარი ქროდა ვერაგი,
მე ქურთუკი მეცვა ერთი, იმას შვიდი პერანგი.
ცა ფერებად შეეღება, ფერებს ღრუბლებს აქსოვდა,
ასე იდგა მყარად დიდხანს, წასვლა აღარ ახსოვდა,
გავიფიქრე მივწვდომოდი გონებით და აფრებით,
სურვილები ახდება-ო, გამახსენდა ზღაპრები.
ვერაფრით ვერ მივაღწიე მისი ფეხის ბოლოთა,
ისევ ისე იდგა მისთვის მიუწვდომად, მხოლოთა,
მივსდიე და რომ ვერ მივსწვდი, ფიქრებს ღრუბლებს ვაბამდი,
მაინც მისკენ მიზიდავდა-ცისკენ ეგ სიაფანდი.
ბოლოს დამრჩა მხოლოდ მისი საოცარი ფერები,
გაჭიმული შვიდნაირად, შვიდჯერ დასამღერები,
...ზღვაზე ღრუბლებს ცა ეკავა, დილიანად იწვიმა,
ცისარტყელა ზღვის სივრცეზე სიმრგვლით გადაიჭიმა

11  ნოემმბერი  2024  წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი