ღვინომ თქვა


ღ ვ ი ნ ო

მარნის კართა ჭრიალებში
ცქრიალებდი ჭურში ღვინო,
მითხარ შენთან უალერსოდ
ღამე როგორ დავიძინო.
როცა მოგხსნი ჭურებს თავსა
ამოისვრი ზევით შხეფსა,
სხვას რას დავლევ შენებრს მსგავსსა,
გავლაღდები, გავშლი მხრებსა.
ზოგნი მაჭარს მიგირთმევენ,
ღვინობას არ გაცლიანო,
ჩაგასხამენ ჭინჭილებში,
დაგლოცვენ და დაგცლიანო.
ბოლოს რომ მოილოცავენ
იმიერსა, ამიერსა,
მოსძახებენ მრავალ ხმაში
ტკბილად მრავალჟამიერსა.
მარნის კართა ჭრიალებში
ცქრიალებ და მიხმობ ღვინო,
შენზე მოუფერებელად
მითხარ როგორ დავიძინო!

19  ნოემბერი  2024  წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი