გლოვის დღეები ულიმიტოა...?


გლოვის დღეები ულიმიტოა...?

ვერ გადავშალე ჯერ ეს ფურცელი, ვერ ამოვშალე გლოვა გონიდან.
შავ ზოლად გასდევს ზმანება ვრცელი, ვითარც ზარები მცემს თავს გონგი და...

ვერ იყვავილა ჩვენში ხარებამ, გული დაცლილი ულხინო რტოა.
უღელში ჯვარცმა,  მუდამ რად ება,
მკათათვე როა?  დედაღვთის  როა?!

დედაო ღვთისა, დედა მარიამ,
არა ბღაოდეს შვლის ნუკრი მთაში.
ბულბული  მღერდეს ვარდთა არიას,
არ გაუწვიმდეთ ბახალებს გზაში!

15.08.3023წ
ვალიკო კაკაურიძე
მიმინო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი