ნერუს


ნერუს

ენა მწარე ქალბატონო,
ეს რა ტკბილი ყოფილხარ,
შენ გეგონა უარგყოფდი?!
სამუდამოდ მინდიხარ!

შენ, რომ ნექტარი დანესტრე,
გამოვწურე თაფლები,
მხოლოდ ერთხელ გამიღიმე,
სამუდამოდ დავთვერი.

მერე სიტყვა დაგადევნე,
აგირიე დავთრები,
გულის კარი გაგიღე და
სამუდამოდ დამნებდი.

2023წ.
ვალიკო კაკაურიძე
მიმინო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი