ბიოგრაფია


ვანო ძაგნიძე დაიბადა 1972 წლის 14 სექტემბერს ქალაქ ვანში
 N1საჯარო სკოლიდან სწავლა გააგრძელა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე,ასევე სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მშობლიურ რაიონში მუშაობდა პედაგოგად,საშუალო სკოლის დირექტორად ,რაიონის კულტურის სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მისი თაოსნობით შეიქმნა ლიტერატურული თეატრი,ლიტერატურული შემოქმედებითი გაერთიანება "სურიუმი",რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.ასევე მისი თაოსნობით გაიხსნა ვანის სარაიონო კულტურის ცენტრში გამოჩენილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის კაბინეტი და ლიტერატურული სალონი.ასევე მის სახელს უკავშირდება 2006 წლის ნოემბერში ახალციხეში ოტია იოსელიანის შემოქმედებითი საღამოს გამართვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში ამ მწერლის სახელობის კაბინეტის და ლიტერატურული სალონის გახსანა,იგი დღემდე აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.

წყარო:https:www.wikipedia.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი