შუადღე
ვით მოწყვეტილი ბაგეს ალერსი თვალიდან ცრემლი სცვივა ნამივით, ვერ შეედრება ვერც ერთი ლექსი მზერას, ვედრებად ქცეულს წამივით, და მეც ამგვარი აცახცახებით ვთვლი მაჯისცემას ღამე განათევს, და ვარსკვლავები ჩუმი მაყრები მისჯის სიყვარულს, როგორც განაჩენს! არ ვიცი ახლა ტანჯვა რას ფასობს ან რა საწყაო მიწყავს ამ თმენას, მადლობას ვუხდი უფალს ძვირფასო შევთხოვ მარადის შენთან დარჩენას! კვლავაც ჩურჩულით მღერღავს სათქმელი ყელში მეჩრება სიტყვა შუამდე, და მოთენთილი ვნების ალმურით მზეზე თევზივით კვდება შუადღე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი