ციკლიდან ,თბილისური საღამოები..


დაიზრა მზერა
მზეთა მზერაში,
ზვარაკი ზვავში
ზვაობს ზაქივით
ზორბა და ნაზი...
იწვის თონე და
სქელი ხაბაზი
უცნაურ ხაზებს
ითვლის აბაზით,
ჯანდაბას ყველა
მატრაბაზი და ოინბაზი,
რა თავში ვიხლი
ზურმუხტს, უზალთუნს...
აზრზე მოსული სიზარმაცე
მზომავს ზურგიდან,
აზიურ ხილვებს
ვაბოლებ ზენიტს
ზუსტი ნაფაზით,
დილა აზმორებს
სპარსულ საზივით
ზღვა სილამაზეს,
და  მუხამბაზი
სულის ნამაზი
ნელი ტაატით
მილასლასებს აივნებიდან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი