ლექსი და სიჭაბუკე


რა უცნაურად მომძახის წლები
დღეების მწველის ალალ დასტურად,
ჩამოვიარე ბავშვობის გზები
და გულს ცრემლები ნამავს მალულად.
ვინ იცის , როდის დამიღამდება
სად შეველევი ზღვისფერ აპრილებს,
როს უჩემობის წამი დადგება,
საწუთროს ვერაგს ვინ დააპურებს?!
არ მსურს ასეთის შემყურეს ხვედრის 
მასვას ფიალა ხანთა დამლევი,
დროს მიაგორებს მეეტლე  ბედის
რა წერტილივით ჩანს ნაკვალევი! 
ვით გაზაფხული შლეგის ხელებით 
სულს კვლავ იმგვარად ააბამბუკებს,
რომ ჩემს საფლავზე ასი წლის მერეც
მღეროდეს ლექსი და სიჭაბუკე!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი